1763032790
უცხოეთი
ლიეტუვის ფინანსთა მინისტრი უკრაინის კორუფციულ სკანდალზე: ნდობა შესაძლოა, შეირყეს, მაგრამ რა ვარიანტები არსებობს?
ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა კრისტუპას ვაიტიეკუნასმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციულმა სკანდალმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მინისტრების გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის შემდგომი დაფინანსების საკითხის განხილვამდე. ამის შესახებ მან ევროკავშირის ეკონომიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა მან, როდესაც უპასუხა კითხვას უკრაინის უახლეს კორუფციულ სკანდალთან და კიევისთვის დაფინანსების გაგრძელების მიმართ ევროკავშირის მინისტრების ნდობასთან დაკავშირებით.
„მაგრამ სხვა რა ვარიანტები გვაქვს? უკრაინა ჩვენი ერთადერთი არჩევანია და ის იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისა და საკუთარი გზის არჩევის უფლებისთვის. ამიტომ, სკანდალის მიუხედავად, სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - განაცხადა ვაიტიეკუნასმა.