ლიეტუვაში ქარიშხლის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ლიეტუვაში მომხდარი შტორმის შედეგად, ქვეყნის დაახლოებით 183 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ LRT იტყობინება.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი ოპერატორის, ESO-ს ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემის აღმოფხვრას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 3 დაშავდა.
ლიეტუვის სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, იყვნენ ფხიზლად და მოერიდონ ხეებს, რომლებიც გადმოხრილია, დაბზარულია ან დაზიანებული ქარიშხლის შედეგად.
მძღოლებს, ასევე, მოეთხოვებათ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ადგილებში, სადაც გზებზე მეხანძრეები და სხვა სამსახურები მუშაობენ - შეამცირონ სიჩქარე.