Loading data...
ლიეტუვაში მთავრობა გადადგა

ლიეტუვის მთავრობა, რომელსაც ინგა რუგინენე ედგა სათავეში, გადადგა. ამის შესახებ ლიეტუვის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ მინდაუგას სინკევიჩუსმა განაცხადა. ინფორმაციას nashaniva.com ავრცელებს.

23 ივნისს ლიეტუვის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული.

„მე ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ყველა სირთულის მიუხედავად, არის ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ყველა ჩვენგანმა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ინგა რუგინენემ.

მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს მადლობა გადაუხადა.

1990 წლიდან, როდესაც ლიეტუვა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ინგა რუგინენე მეოთხე ქალი პრემიერ-მინისტრი იყო.