Loading data...
ლიეტუვა უკრაინას Patriot-ის შეძენაში დაეხმარება - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

ლიეტუვამ განაცხადა, რომ აპირებს, შეუერთდეს უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას. დაგეგმილია 30 მილიონ ევრომდე გამოყოფა. ამის შესახებ RBC-Ukraine იტყობინება.

ბალტიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების აშშ-ში ვიზიტის დროს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაში.

„ლიეტუვა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის აშშ-ში წარმოებული „პეტრიოტების“ შეძენაში. და კიდევ, ბოლო შენიშვნის სახით, როგორც ნატოს ერთადერთი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ჩინეთმა სანქციები დაუწესა, მე ნამდვილად მესმის, რა დევს სასწორზე“, - დასძინა მან.

აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ლიეტუვა ამ მიზნის მისაღწევად 30 მილიონ ევრომდე გამოყოფას გეგმავს.