ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - The Guardian

შეიარაღებული შეტაკება ლიბიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯგუფების ლიდერის მკვლელობას მოყვა. აბდელ ალ-კიკლი, არაბული და ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 მაისის საღამოს, 444-ე ბრიგადის შტაბ-ბინაში მოკლეს. ალ-კიკლის, ბოლო დროის განმავლობაში, დაპირისპირება ჰქონდა მეტოქე შეიარაღებულ დაჯგუფებებთან.
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ, ქალაქში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში, არამხოლოდ ტრიპოლის ცენტრში, არამედ ქალაქგარეთაც, სროლის ხმა ისმოდა. აბუ სალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიბიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ექვსი ცხედარი იპოვა.
ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობამ(GNU) მოქალაქეებს სახლში დარჩენა ურჩია, რათა „საკუთარი უსაფრთხოება“ დაეცვათ. სწორედ ამ მოწოდების შემდეგ, ტრიპოლის სხვადასხვა ქუჩაზე გამაყრუებელი სიგნალის ხმა გაისმა, მძღოლები სიჩქარის გადაჭარბებით ამოძრავდნენ.
ლიბიაში გაეროს მისიამ, თითოეულ მხარეს, „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მშვიდობის აღდგენისკენ“ მოუწოდა და მათ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულების შესახებ შესახსენა. „მშიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები, შესაძლოა, ომის დანაშაულს უტოლდებოდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.