1786816126
უცხოეთი
ლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
„ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
უწყების ცნობით, დაშავებულია კიდევ 19 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა თავდასხმების შეწყვეტა მოითხოვა.
ცნობისთვის, ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში მომხდარი სასიკვდილო დარტყმები „ჰეზბოლას“ თავდასხმას მოჰყვა, რომლის შედეგადაც, სამი სამხედრო მძიმედ დაშავდა.