Loading data...
ლიბანის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის ავიაიერიშს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ლიბანის „წითელი ჯვარი“ იტყობინება

მედიის ცნობით, იერიში განხორციელდა ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ აიტუში მდებარე საცხოვრებელზე, რომელშიც დევნილი ოჯახები იმყოფებოდნენ.

ლიბანის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. 

ისრაელს იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, რა იყო მისი სამიზნე.

ისრაელის ბრძოლა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ძირითადად ლიბანის სამხრეთით და ბეირუთის სამხრეთ გარეუბანშია კონცენტრირებული.