Loading data...
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ახდენს

ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული იერიშები ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილს წარმოადგენს“, - ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL -ი იუწყება.

აუნმა ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო და განაცხადა, რომ იერიშების შედეგად სოფელ ანსარში მთელი ოჯახი დაიღუპა.

პრეზიდენტის თქმით, ისრაელის მხრიდან შეთანხმების არაერთგზის დარღვევა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ახდენს.

„ეს დარღვევები მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ნათელი გზავნილია“, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიშების სამიზნე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა იყო და ისინი დაჯგუფების მიერ ისრაელელ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. 

ბოლო ცნობებით, ისრაელის დარტყმებს 11 ადამიანი ემსხვერპლა.