ლიბანის პრეზიდენტი: ისრაელთან მოლაპარაკება ავირჩიე ლიბანის გადასარჩენად
ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ლიბანისა და ისრაელის მოლაპარაკებები გამოყოფილია ირანში მიმდინარე ომის მოლაპარაკებებისგან.
„ლიბანს ორი ვარიანტი აქვს: ომის გაგრძელება მისი ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და სუვერენიტეტის შედეგებით, ან მოლაპარაკებები ამ ომის დასრულებისა და მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად. მე მოლაპარაკება ავირჩიე და იმედი მაქვს, რომ ლიბანის გადარჩენას შევძლებთ“, - აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა.
ის ხაზს უსვამს, რომ ლიბანის მოლაპარაკების ჯგუფს ვაშინგტონში ყოფილი ელჩი საიმონ კარამი უხელმძღვანელებს.
ლიბანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელთან მოლაპარაკებების მიზანია ისრაელის ოპერაციების შეჩერება, ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნის დასრულება და ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის ლიბან-ისრაელის საზღვარზე განლაგების ნებართვის მიცემა.