Loading data...
ლიბანის პრეზიდენტი: „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა

ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ბეირუთის გადაწყვეტილება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ „სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა“.

„მინისტრთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ინარჩუნებს ლიბანის სახელმწიფოს უფლებას, გააკონტროლოს ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილებები და კრძალავს კანონის მიღმა სამხედრო და უსაფრთხოების საქმიანობას, არის სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება, უკან დასახევი გზა არ არსებობს“, - აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, მინისტრთა საბჭომ არმიას და უსაფრთხოების ძალებს გადაწყვეტილების ლიბანის ყველა რეგიონში განხორციელება დაავალა.