ლიბანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გააგრძელოს ლიბანის არმიის მხარდაჭერა
ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააგრძელოს ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ განიარაღება ევალებათ.
აუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ტრამპს უთხრა, რომ მისგან ორი რამ სჭირდება - „პოლიტიკური მხარდაჭერა და ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა“.
მისი თქმით, ლიბანის შეიარაღებული ძალები ლიბანში ყველაზე სანდო ინსტიტუტია.
„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ისრაელის საჰაერო ძალებს. ისრაელის საჰაერო ძალები ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ინარჩუნებენ. ისრაელის საჰაერო ძალების გარეშე ყველაფერი დაინგრევა. ჩვენ ეს არ გვინდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ეს არ სურს“, - აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი და იხსენებს, რომ 1975 წელს ლიბანის არმიის დაშლამ ლიბანში შეიარაღებული დაჯგუფებების გაჩენა, სამოქალაქო ომი და ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე პალესტინელების კონტროლის დამყარება გამოიწვია, რასაც ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.
ჩვენ არ გვინდა, ეს ყველაფერი კვლავ განმეორდეს. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ გააგრძელონ ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა. ლიბანის შეიარაღებული ძალები ქვეყანას უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უნარჩუნებს. მათ გარეშე ყველაფერი დაინგრევა. ჩვენ ეს არ გვინდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპსაც არ სურს ეს. მე სრულად ვენდობი ლიბანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა.
ტრამპმა საუბარში გარკვეულწილად შეცვალა თემა და კვლავ შეაქო აუნი იმის გამო, რომ მან გასულ თვეში ხელი მოაწერა ისრაელთან ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც საბოლოოდ მათ ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს.
კითხვაზე, რა კონკრეტულ შედეგებსა და შეთანხმებებს წაიღებს აუნი დღევანდელი შეხვედრიდან ლიბანში, ტრამპმა უპასუხა: „ამას გაიგებთ“.