Loading data...
ლიბანის პრემიერ-მინისტრი „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნავაფ სალამი „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის 10-დღიან შეწყვეტას მიესალმება. 

„ვულოცავ ყველა ლიბანელს ამ მიღწევას, ვლოცულობ დაღუპული მოწამეებისთვის და ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას მათი ოჯახების, დაჭრილების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქალაქები და სოფლები. ვიმედოვნებ, რომ ისინი რაც შეიძლება მალე შეძლებენ დაბრუნებას“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ლიდერებს ბრძოლის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.