Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ აღიარა ის, რომ არავინ არ განიხილავდა უკრაინის ნატოში მიღებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბატონი ჯონსონი არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი

მმართველი გუნდის დეპუტატმა, 2022 წლის აპრილში ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა.

„ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ აღიარა ის, რომ არავინ არ განიხილავდა უკრაინის ნატოში მიღებას და ბატონი ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას - 2023 წელს იგი ჰპირდებოდა უკრაინას პირადად, რომ დაიწყებოდა გაწევრიანების პროცესი.

ასევე, 2022 წლის აპრილი იყო, როდესაც უკრაინას და რუსეთს მიღწეული ჰქონდათ შეთანხმება, ომი უნდა შეჩერებულიყო, უკრაინა, რა თქმა უნდა, იყო მილიონჯერ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება, ბატონი ბორის ჯონსონი ჩავიდა და ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, იქიდან გამომდინარე, რომ დააიმედა უკრაინის ხელისუფლება, რომ დასავლეთი გვერდში დაუდგებოდა და დაამარცხებდნენ რუსეთს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.