ლეო XIV: მზად ვარ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მივიღო მონაწილეობა

რომის ახალი პაპი ლეო XIV მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა, ეს ნამდვილად „ტრაგიკული“ იქნებოდა.
„წმინდა საყდარი ორივე მხარის მასპინძლობისთვის მზადაა და ხელმისაწვდომია. უნდა დასრულდეს ეს ომი, რომელიც სამ წელზე მეტია მძვინვარებს“, - აცხადებს ლეო XIV.
რომის პაპმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობისთვის მუშაობა მისი, როგორც პაპის, ერთ-ერთი პრიორიტეტია. კვირას ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის და იმ დღესვე, წმინდა პეტრეს მოედანზე „საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე“ გაამახვილა ყურადღება.
ლეო XIV-მ, აღმოსავლეთ ეკლესიის წარმომადგენლებთან აუდიენციის დროსაც, მოუწოდა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს მოლაპარაკებებისკენ. „წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს დაპირისპირებულებს და დააახლოოს ისინი... შევხვდეთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ“, - თქვა პაპმა და დასძინა, რომ „ისტორიის შემქმნელები მშვიდობისმყოფებელები არიან“.
15 მაისს, სოციალურ ქსელ X-ზე პაპის რანგში გამოქვეყნებულ პირველივე პოსტში, ლეო XIV-მე, ისევ, მშვიდობისკენ მოუწოდა მხარეებს.
„მსურს, რომ მშვიდობის ეს მისალმება თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და თითოეულ ადამიანში გაისმას, სადაც არ უნდა იყოთ, ყველა ერსა და მთელ მსოფლიოში!“ - აღნიშნა მან.