პუტინის შემდეგ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროპის ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. Financial Times-ის ცნობით, ევროპის ლიდერები განცვიფრებულები იყვნენ ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმებით.
გამოცემის წყაროს ცნობით, ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის და ევროკომისიის ლიდერებს ესაუბრა. კონკრეტულად რით იყვნენ განცვიფრებულები ევროპელი ლიდერები, ჯერჯერობით უცნობია.
Financial Times იუწყება, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპის საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლზე შეიძლება უარი თქვას.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ. მისივე თქმით, მხარეებისთვის მოლაპარაკების დეტალები უკეთესად არის ცნობილი და ისინი თვითონ განიხილავენ სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს.
დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის ყველა მონაწილე უკრაინას მხარს დაუჭერს.
„ევროპა გააძლიერებს მოსკოვზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით. ამაზე შევთანხმდით ტრამპთან მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ პუტინს ესაუბრა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.