1778004437
უცხოეთი
ლავროვმა და რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას მსოფლიოში არსებული ვითარება და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები შეაფასეს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„5 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ურთიერთობებისა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და განიხილეს ორმხრივი კონტაქტების გრაფიკი“, - იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
საუბარი კონსტრუქციული და საქმიანი ხასიათის იყო, დასძინა სამინისტრომ.