ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ დაუჭერს მხარს აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“, თუ მოსკოვის მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ დათანხმდება აშშ-ის განახლებულ „სამშვიდობო გეგმას“, თუ რუსეთის მოთხოვნები გაცილებით ნაკლებად იქნება გათვალისწინებული.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს ოფიციალურად ჯერ არ მიუღია აშშ-სგან უკრაინასთან და ევროპასთან შეთანხმებული „სამშვიდობო გეგმის“ კორექტირებული ვერსია, თუმცა გეგმა არაოფიციალური არხებიდან მიიღეს.
„ჩვენ ის {სამშვიდობო გეგმა} გვაქვს, მაგრამ არაოფიციალური არხებით მივიღეთ“, - აცხადებს სერგეი ლავროვი რუსულ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, დიპლომატები ასეთ საკითხებს, კონფიდენციალურად განიხილავენ, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე.
„ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს ჩვეულებისამებრ ხდება საგარეო პოლიტიკაში, კონფიდენციალურად მოვილაპარაკოთ, სანამ რაიმე შეთანხმების შესახებ საჯაროდ განვაცხადებთ“, - აცხადებს ლავროვი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მთავრობა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.