Loading data...
ლავროვი: ზოგიერთი ევროპელი ლიდერი რუსეთთან „ფარულად კონტაქტშია“, ფარულად სტუმრობენ კიდეც

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცალკეულ ევროპელ ლიდერებს შორის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებასთან დაკავშირებით საიდუმლო კონტაქტები არსებობს. აღნიშნულის შესახებ მან არხ RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, თავად იწყებს ასეთ კონტაქტებს და ითხოვს, რომ კომუნიკაციის ფაქტი არ გაამჟღავნონ.

„არ დავმალავ, ჩვენ გვაქვს კონტაქტები ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან. ისინი გვირეკავენ, გვთხოვენ, რომ ეს საუბრები არ გამჟღავნდეს. ზოგიერთი აქაც კი ჩამოდის. ამიტომ მათ ფარული კონტაქტები აქვთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.