1770309713
უცხოეთი
ლავროვი: სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს
„სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობა შეუთავსებელია იმ პრინციპებთან, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძვლად უდევს, თუმცა რუსეთი პატივს სცემს სომხეთის არჩევანს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, დისკუსიები მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო სომხეთისთვის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების გაგრძელება თუ ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე გადასვლა.
ჩვენ ამას ვაკვირდებით, მაგრამ თქვენი პოზიციის შესახებ თქვენ იცით. ეს თქვენი არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ“, - აცხადებს ლავროვი.