1770620757
უცხოეთი
ლავროვი: რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა სამხედრო რეაგირებისთვის მზადაა
რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ აპირებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სრულმასშტაბიანი სამხედრო რეაგირებისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმას, ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ გვაქვს. თუ მოულოდნელად ევროპა განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაშინ როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მხრიდან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით“, - აღნიშნა ლავროვმა.