1764134891
უცხოეთი
ლავროვი ევროპას: თქვენ უკვე გქონდათ შანსები ბიჭებო, რომლებიც ვერ გამოიყენეთ
ევროპულმა ქვეყნებმა თავად უარი თქვეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობის გამოყენებაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ევროპა ახლა იძახის „ჩვენს გარეშე არაფრის გაკეთება გაბედოთ“, თქვენ უკვე გქონდათ შანსები ბიჭებო, რომლებიც ვერ გამოიყენეთ. ყოველ ჯერზე, როცა პროგრესი იყო მიღწეული, ეს შეთანხმებები ჩაიშალა... ევროპა ყველა ასპექტში ჩავარდა, დაწყებული 2014 წლიდან“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.