Loading data...
ლატვიის პრემიერი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე: ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ საჭირო გახდება, მზად ვარ წავიდე

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად.

„ვფიქრობ, დიპლომატია აუცილებელია. საუბარი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და მასზე სანქციები კვლავ ძალაში დავტოვოთ.

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ვიყოთ, რადგან თავად უკრაინელებმა დაიწყეს მოლაპარაკება. მაშ, რატომ არ უნდა აწარმოონ ევროპელებმა მოლაპარაკება?“ - აღნიშნა ლატვიის მთავრობის მეთაურმა.

როგორც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება წარმომადგენელი.

„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. ალბათ, კითხვა ისმის, თუ ვინ იქნება ეს. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. თუ საჭირო გახდება, მე მზად ვარ წავიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანიის, საფრანგეთის ან გაერთიანებული სამეფოს ლიდერები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამერიკელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან და უკრაინას ამ ძალიან რთულ პროცესში დაეხმარებიან“, - დასძინა ლატვიის პრემიერმა.