1786693845
უცხოეთი
ლატვიამ საკუთარ საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
„14 აგვისტოს დილას, ლატვიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო“, - ინფორმაციას ამის შესახებ Pravda ავრცელებს.
ინციდენტი ლატვიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალვის რეგიონში მოხდა.
„ჩვენს საჰაერო სივრცეში საფრთხე აღმოფხვრილია. მოკავშირეთა გამანადგურებლებმა წარმატებით ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი“, - განაცხადეს შეიარაღებულმა ძალებმა.
დრონის წარმომავლობის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, საფრენი აპარატი, შესაძლოა, უკრაინული ყოფილიყო.
მათივე ცნობით, 13 აგვისტოს ღამით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კვლავ შეუტიეს სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე რუსეთის პორტს უსტ-ლუგას, რომელიც ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.