Loading data...
კვიპროსში ქარიშხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერი შტორმის გამო სამი ნავი კლდეს შეეჯახა და ჩაიძირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 

შემთხვევა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, კეიპ გრეკოსთან მოხდა.

ამასთან, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქუჩები დატბორა, მეწყერი და ხეები წააქცია.