Loading data...
კუბის პრეზიდენტი: აშშ-ის სამხედრო ქმედება სისხლის ღვრას გამოიწვევს

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კუბის წინააღმდეგ „სისხლის ღვრას“ გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.

„კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერს კუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, Axios-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილა მათი გამოყენების გეგმები გუანტანამოს ყურეში განლაგებულ აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტზე თავდასხმისთვის.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა, აშშ-ზე დრონებით თავდასხმის შესაძლებლობას ტყუილი უწოდა.