1783408467
უცხოეთი
კუბის მთელ ტერიტორიაზე კვლავ დენი გაითიშა
კუბის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია კვლავ მთლიანად გაითიშა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
2024 წლის შემდეგ კუბაზე ელექტროენერგია მთლიანად უკვე მერვედ გაითიშა, ბოლო 6 თვეში ეს მესამედ მოხდა. 2026 წლის იანვრიდან აშშ-მა კუბას ენერგეტიკული ბლოკადა დაუწესა და იქ ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიწოდება შეწყდა.
კუნძულზე ისედაც მოქმედებს ელექტროენერგიის გეგმური გათიშვა, რაც 70 სთ-მდე გრძელდება. ასევე კუბაზე სურსათისა და მედიკამენტების უკმარისობა იგრძნობა და პრაქტიკულად არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.