1779082057
უცხოეთი
„კუბა არავის ემუქრება და ომი არ სურს“ - კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესი, აშშ-ზე დრონებით თავდასხმის შესაძლებლობას ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ-მა მოიგონა დრონების საფრთხე, რადგან ეკონომიკური სანქციებისა და შესაძლო სამხედრო შეჭრის გამართლება შეძლოს.
„კუბა არავის ემუქრება და ომი არ სურს. ქვეყანა ემზადება გარე აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაეროს წესდებით აღიარებული კანონიერი თავდაცვის უფლების განხორციელების ფარგლებში“, - აღნიშნა როდრიგესმა.