Loading data...
ქრისტიანების კრიტიკა „საიდუმლო სერობის“ პაროდიის გამო, ტექნიკური წუნი და ცუდი ამინდი - როგორი იყო პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია - Daily Mail

ქრისტიანები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას აკრიტიკებენ, რადგანაც შოუს დროს აშკარად იყო განსახიერებული პაროდია ლეონარდი და ვინჩის ცნობილ ნამუშევარზე „საიდუმლო სერობა“. ცერემონიის დროს ხშირად ადგილი ჰქონდა ტექნიკურ წუნს, იყო ძალიან ცუდი ამინდი. ერთადერთი „ნათელი წერტილი“ ცნობილი კანადელი მომღერლისმ სელინ დიონის სიმღერა იყო. სწორედ ამიტომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უკვე უწოდეს „ყველაზე ცუდი ისტორიაში“. ამის თაობაზე სტატიას Daily Mail ავრცელებს.

ოთხსაათიან შოუს კრიტიკოსებმა „ძალიან ცუდი“ უწოდეს, მაყურებლებს არ მოსწონდათ ხმა, წვიმა, ტექნიკური ხარვეზები და იმასაც კი წერდნენ, რომ ორგანიზატორებმა ნავები უნდა გააჩერონ, რომლებიც სენაზე მიცურავენ.

ასე, მაგალითად ლედი გაგას და დაახლოებით 3000 მოცეკვავის, აკრობატის და მსახიობის გამოსვლისას ხმა ცუდად ისმოდა. ასევე ადგილი ჰქონდა ქვეყნების სახელწოდებების არასწორ გამოცხადებას. ასევე დიდი კრიტიკა მოჰყვა უცნაურ სცენებს, მაგ. თავმოკვეთილ მარია ანტუანეტას, რომელიც სიმღერას ასრულებდა.

ღონისძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო მოდების ჩვენება, რომლებიც პერსპექტიულმა ფრანგმა დიზაინერებმა შექმნეს. ამ ღონისძიების ცენტრში იყო ნიკი დოლი - ცნობილი ფრანგი ტრანსვესტიტი. შოუს ამ ნაწილმა, რომელმაც ღამის კლუბის ატმოსფერო გადმოსცა, სოციალურ ქსელებში მოწონება დაიმსახურა.

„საიდუმლო სერობაზე“ პაროდია კომპანიების, Tesla და SpaceX მფლობელმა ილონ მასკმაც გააკრიტიკა. როგორც მასკმა X-ში დაწერა, ეს იყო ძალიან დიდი უპატივცემულობა ქრისტიანების მიმართ.

კიდევ ერთი უგემოვნო პერფორმანსი იყო კერძებით სავსე უზარმაზარი თეფშის გამოჩენა, სადაც იდო ხილი და მათ შორის მაყურებელმა დაინახა ძველი საბერძნეთის ღვინის ღმერთის, დიონისეს ფორმაში ჩაცმული მსახიობი ფილიპ კატერინი. მას ისეთი მჭიდრო კომბინეზონი ეცვა, რომ ფაქტობრივად სხეულის ყველა ნაწილი უჩანდა.

ერთ-ერთი წუნი ქვეყნების დელეგაციების გამოცხადების დროს მოხდა, როდესაც სამხრეთ კორეას „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“ უწოდეს, რაც ჩრდილოეთ კორეას ნიშნავს. მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამხრეთ კორეას ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

ამ ფაქტმა სამხრეთ კორეაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, რადგანაც ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეასთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ოლიმპიადის გახსნაზე სწორად გამოაცხადეს.

კიდევ ერთი წუნი ოლიმპიური დროშის აღმართვისას მოხდა, რომელიც უკუღმა ჩამოკიდეს.

კრიტიკოსები წერენ, რომ ცერემონია ფაქტობრივად, კანადელმა მომღერალმა, სელინ დიონმა გადაარჩინა, რომელმაც სიმღერა ცერემონიის ბოლო ნაწილში შეასრულა. ეს იყო სელინ დიონმა სიმღერა საჯაროდ პირველად შეასრულა მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ „პიროვნების შებოჭილობის სინდრომით“ არის დაავადებული. სელინ დიონმა ეიფელის კოშკზე ედიტ პიაფის სიმღერა, «L'Hymne A L'Amour» შეასრულა.

„საფრანგეთს საქმე კარგად აქვს, მაგრამ ლონდონში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ძალიან ბევრი უკლიათ“, - დაწერეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.

კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი ტროკადეროს მოედანზე მოხდა, სადაც ძლიერი წვიმის გამო მონიტორი გაფუჭდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველად ოლიმპიური თამაშების გახსნის ისტორიაში მონაწილეთა აღლუმი არა ხმელეთზე, არამედ წყალზე, ნავებით ჩატარდა, მას მაინც „ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ცუდი ცერემონია“ უწოდეს. და ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ 94-მა სპორტსმენმა 160 ნავით მდინარე სენაზე 6 კმ-ის მანძილზე აღლუმში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ კრიტიკოსებმა ეს მცდელობა დადებითად  არ შეაფასეს. „სპორტსმენების ნავებით გამოყვანა წყალზე, როდესაც წვიმა მოდის - ამ იდეაზე უარესი ნეტავ რა უნდა იყოს?“, - წერენ სოცქსელების მომხმარებლები.

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ნაწილი კომპიუტერული თამაშებიდან იყო აღებული. ასე, მაგ. ნიღბიანი კაცი ჩირაღდნით ხელში, Assassin's Creed-ის კომპიუტერული თამაშის პერსონაჟს მიამსგავსეს.

მეტეოროლოგებმა ცერემონიის ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ იმ დღეს პარიზში წვიმა იქნებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა საკუთარ გეგმებზე უარი არ თქვეს.

„ისეთი ძლიერი წვიმაა, რომ ცოტა კიდევ და ნავებით ქუჩაში გაცურვასაც შეძლებენ“ - ხუმრობდნენ მაყურებლები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის გამო.