Loading data...
კრემლში პუტინსა და ფიცოს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, - განუცხადა TASS-ს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„მოლაპარაკებები დასრულდა“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ლიდერების ერთობლივი განცხადებები მედიისთვის, მან უპასუხა, რომ „არა”. 

ფიცო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. პუტინმა დღეს ის კრემლში მიიღო და მათ პირისპირ ისაუბრეს.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, სლოვაკეთის პრემიერის ვიზიტი „რამდენიმე დღის წინ“ დაიგეგმა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ფიცოს რუსეთში ვიზიტის განზრახვა საჯაროდ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე უარი თქვა. თავად ფიცომ ადრე აღნიშნა, რომ ზელენსკის ასეთი გადაწყვეტილება სლოვაკეთს კრიზისამდე მიიყვანს.

2016 წლის შემდეგ ეს პუტინისა და ფიცოს პირველი პირადი შეხვედრაა.