1773918107
უცხოეთი
კრემლში იმედოვნებენ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე ამერიკელებს უფრო მეტი დრო ექნებათ
კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მოსკოვსა და კიევს შორის ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში პაუზა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „ეს ამერიკული მხარის გრაფიკზეა დამოკიდებული.“
„ეს არის სიტუაციური პაუზა აშკარა მიზეზების გამო. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, როგორც კი სამივე მხარის გრაფიკები შეთანხმებული იქნება, განსაკუთრებით ჩვენი ამერიკელი შუამავლების, კიდევ ერთი რაუნდის ჩატარებას შევძლებთ“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ პესკოვის განცხადებას.
მანამდე კი, დიმიტრი პესკოვმა უკრაინასთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა.