კრემლში აცხადებენ, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს
უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგს კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთი უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს“.
„უნგრეთში ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლება უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების გაგრძელებას ელის.
„მოვისმინეთ განცხადებები დიალოგის სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის“, - აცხადებს პესკოვი.
ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს.
პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის კონტექსტში საკუთარი მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად.
„არ მიმაჩნია, რომ ამას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს სხვადასხვა პროცესებია“, - დასძინა პესკოვმა.