1746366028
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ სი ძინპინი 7-10 მაისს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 7-10 მაისს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
სი ძინპინი „დიდი სამამულო ომის“ დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომლის დროსაც ისინი განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას და „საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სი ძინპინი გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მოსკოვში მისი ვიზიტის ფორმატის შესახებ სხვა დეტალები არ გახმაურებულა.
სი ძინპინი ბოლოს რუსეთს სამდღიანი ვიზიტით 2023 წლის მარტში ეწვია.