Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებათა ჯგუფების დონეზე კონტაქტი დაპაუზებულია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებათა ჯგუფების დონეზე კონტაქტი დაპაუზებულია. 

ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, მომლაპარაკებელ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის არხები არსებობს. 

„აქ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვარდისფერი სათვალით უყურებდე და გქონდეს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესი ელვისებურად სწრაფ შედეგებს გამოიღებს“, - აცხადებს პესკოვი. 

2025 წელს სამწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლეს.

რაუნდები სტამბოლში 16 მაისს, 2 ივნისს და 23 ივლისს თურქეთისა და აშშ-ის შუამავლობით გაიმართა.