Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სრულიად დეგრადირდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთის გადაწყვეტილება რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ არანაირად არ ეფუძნება საღ აზრს. 

ამასთან, პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში გდანსკში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვას პოლონეთის დეგრადაცია უწოდა.

„აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. მას საღ აზრთან არაფერი აქვს საერთო. პოლონეთთან ურთიერთობები სრულად დეგრადირდა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ინფორმაციისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.

როგორც რუსული მედია წერს, საკონსულო პოლონეთში 80 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.