1760982985
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ბუდაპეშტში პუტინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუდაპეშტში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების შეხვედრისთვის მზადება ჯერ არ დაუწყიათ.
„სამიტისთვის მზადება ჯერ არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, ყველა ასრულებს იმ მითითებებს, რომლებიც პრეზიდენტებმა გასცეს, თუმცა ასეთი ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება, გუნდური სამუშაო მაღალ დონეზე შეხვედრისთვის შესაბამისი პირობების მოსამზადებლად ჯერ არ დაწყებულა. ის ახლა დაიწყება“, – აცხადებს პესკოვი.
ინფორმაციისთვის, 16 ოქტომბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კრემლის ლიდერს უნგრეთის დედაქალაქში შეხვდება.
ტრამპი იმედოვნებს, რომ ბუდაპეშტის სამიტის შემდეგ შესაძლებელი გახდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.