1792674893
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს, შეერთებულ შტატებს და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები, შესაძლოა, აბუ-დაბიში გაიმართოს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე ამზადებს თუ არა რუსეთი რაიმე წინადადებებსა და დოკუმენტებს, პესკოვმა თქვა - „წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.“
აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბერს კრემლის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, „მოსკოვმა განაცხადა, რომ მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები კიევთან აშშ-ის მონაწილეობით.“
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს.