Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინის შეხვედრა ტრამპთან შესაძლებელია, როგორც კი „ამის პირობები შეიქმნება“

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლებელია, როგორც კი „ამის პირობები შეიქმნება“. 

პესკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა შესაძლებელია „საფუძვლიანი მომზადების“ შემდეგ. 

„როგორც კი ეს სამზადისი დასრულდება და სამიტის ჩატარების პირობები შეიქმნება, ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა გაიმართება“, - აცხადებს პესკოვი

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა „ძნელად შესაძლებელია“ იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიქმნება შეხვედრის პირობები. 

როგორც ცნობილია, ოქტომბრის შუა რიცხვებში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი პუტინს ბუდაპეშტში შეხვდებოდა, თუმცა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შეხვედრა გაუქმდა.