1795616530
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან აწარმოებს, მაგრამ არა ზელენსკისთან
„რუსეთი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„ზელენსკისთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინულ მხარესთან“, - განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინეტრვიუში.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აბუ-დაბიში სამმხრივი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
პესკოვის თქმით, შემდეგი რაუნდის თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.