Loading data...
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის ჟენევიდან, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი მიგვიღია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა. 

პესკოვმა დასძინა, რომ ტექსტში (ომის დასრულების გეგმის) გარკვეული შესწორებები შევიდა.

„დაველოდებით“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი. 

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის შეხვედრა ამ კვირაში ჯერ არ არის დაგეგმილი.