1741686823
უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ რუსეთს ჯიდაში უკრაინულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს აცნობებს

კრემლში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს აშშ რუსეთს „როგორმე“ აცნობებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჯიდაში იქნება ამერიკულ-უკრაინული კონტაქტები. როგორმე ამერიკული მხარე, რომელიც ეძებს გზებს მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, გვაცნობებს“, - განაცხადა პესკოვმა.
„ჩვენ დროულად შეგატყობინებთ, თუ როგორ განხორციელდება ეს”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.