Loading data...
კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ჩინეთს სი ძინპინის მიწვევით 19 მაისს ეწვევა

კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 19-20 მაისს ეწვევა. 

მათივე ცნობით, პუტინი ჩინეთში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. 

„ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომ გაღრმავების გზებს და გაცვლიან მოსაზრებებს ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2025 წლის აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში შედგა.