1793559739
უცხოეთი
კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
პესკოვის განცხადებით, ევროპის ამჟამინდელი მიდგომა, რომელიც რუსეთის დამარცხების აუცილებლობას ემხრობა, მასთან მოლაპარაკებებს შეუძლებელს ხდის
„უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, მაგრამ არა რუსეთის მიმართ ამჟამინდელი მიდგომით.
ძალიან რთული სიტუაციაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ. მაგრამ რაში გვჭირდებიან ისინი იქ, ამ მიდგომით? ეს უსარგებლოა. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ახლა იქ“, - აცხადებს პესკოვი.