Loading data...
კრემლი ცეცხლის შეწყვეტას არ ეთანხმება, ვიდრე უკრაინას იარაღი მიეწოდება - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის იდეას იქამდე არ დაეთანხმება, ვიდრე დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს. ამის შესახებ „უკრაიანსკაია პრავდა“ იუწყება.

პესკოვის თქმით, რუსული ძალები ამჟამად უტევენ და ამას საკმაოდ დამაჯერებლად აკეთებენ. უკრაინა კი ცეცხლის შეწყვეტას ძალთა მობილიზაციისთვის გამოიყენებს. ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში აშშ-დან და ევროპიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.

„უკრაინას ეს უპირატესობას მისცემს. ის მობილიზაციას გააგრძელებს, ფრონტის ხაზზე ახალ ძალებს გადაისვრის. ამ დროს ახალი სამხედროების მოსამზადებლად და მებრძოლების დასვენებისთვის გამოიყენებს. რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ეს უპირატესობა“? - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რათა პრობლემა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით გადაწყდეს, მაგრამ სამშვიდობო და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის გამო მოსკოვი იძულებულია, რომ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს.