Loading data...
კრემლი ტრამპის განცხადებაზე: მოსკოვი ტრამპის იდეას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ. 

კრემლში დონალდ ტრამპის იდეას „კარგ ინიციატივად“ მიიჩნევენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი მხარს უჭერს ამ იდეას.

„რუსეთ-უკრაინის ენერგეტიკული ზავის იდეა, ზოგადად, კარგია და მოსკოვი მას მხარს უჭერს. ჩვენ ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა - „უკრაინა დათანხმდა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს, ასევე, დათანხმდა რუსეთი.“