Loading data...
კრემლი: პუტინმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ „ტომაჰავკები“ არ შეცვლიან ვითარებას ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება

კრემლის ლიდერის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდება არ შეცვლის სიტუაციას ფრონტზე, მაგრამ რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება. 

„ვლადიმირ პუტინმა კვლავ გაიმეორა თავისი თეზისი, რომ „ტომაჰავკები“ არ შეცვლიან ვითარებას ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება“, -  აცხადებს იური უშაკოვი

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.

„პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით ერთმანეთს შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში“, - აღნიშნა ტრამპმა.