კრემლი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მისი დრონების მწარმოებელი ქარხნები შესაძლოა, „უცნობი წყაროების“ თავდასხმების სამიზნე გახდეს
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდრეი ფიოდოროვმა განაცხადა, რომ დრონებისა და რაკეტების კომპონენტების მწარმოებელი ბრიტანული ქარხნები შესაძლოა, „უცნობი წყაროების“ მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდეს. ამის შესახებ ფედოროვმა BBC-ს განუცხადა.
პუტინის მრჩევლის კომენტარები იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა კიევში ვიზიტისას გამოაცხადა გადაწყვეტილება, უკრაინას Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების წარმოების ტექნოლოგია გაუზიაროს.
ბერნჰემის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ფედოროვმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ „გარკვეული ზომების მიღების“ მიზნით პუტინზე ზეწოლა ხორციელდება და „ადრე თუ გვიან რუსეთმა შეიძლება დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ ვერბალურად უპასუხოს, არამედ, შესაძლოა, რაიმე სახის თვალსაჩინო რეაქციითაც“.
მრჩეველმა დასძინა, რომ მოსკოვი „100 პროცენტით არ გამორიცხავს“ „ნახევრად სამხედრო მოქმედებების“ შესაძლებლობას ბრიტანული იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ.
„მათ შესაძლოა, არა რუსეთი, არამედ უცნობი წყაროები დაესხნენ თავს“, - აღნიშნა ფედოროვმა.