Loading data...
კრემლი აცხადებს, რომ არც ჩინეთს და არც რუსეთს არ ჩაუტარებიათ საიდუმლო ბირთვული ტესტირება

კრემლმა განაცხადა, რომ არც ჩინეთს და არც რუსეთს არ ჩაუტარებიათ საიდუმლო ბირთვული ტესტირება და აღნიშნა, რომ პეკინმა ამის შესახებ აშშ-ის ბრალდებები უარყო.

კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი 2020 წელს საიდუმლო ბირთვული ტესტირების ჩატარებაში დაადანაშაულა და მოითხოვა ახალი, უფრო ფართო შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც რუსეთთან ერთად ჩინეთიც ჩაერთვება.

„ჩვენ ბევრი მინიშნება მოვისმინეთ გარკვეულ ტესტირებებზე. ამ მხრივ როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე ჩინეთი იყო ნახსენები. არც რუსეთის ფედერაციას და არც ჩინეთს არ ჩაუტარებიათ რაიმე ბირთვული ტესტირება“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ასე რომ, სიტუაცია ასეთია“, - დასძინა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს ჩინეთზე, რათა ის შეუერთდეს აშშ-სა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ბოლო შეთანხმების ჩანაცვლებაზე მოლაპარაკებებში, რომლის ვადაც 5 თებერვალს ამოიწურა.

ხელშეკრულების ვადის გასვლამ ზოგიერთ ექსპერტში შეშფოთება გამოიწვია, რომ მსოფლიო ბირთვული შეიარაღების დაჩქარებული რბოლის ზღვარზეა, თუმცა სხვა შეიარაღების კონტროლის ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი შიშები გაზვიადებულია.