Loading data...
კრასნოდარში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - რუსული მხარე

კრასნოდარში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი Telegram-ზე ავრცელებს. 

მისივე თქმით, ქალაქში სამი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

მოგვიანებით, ქალაქის მერმა ევგენი ნაუმოვმა აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის საფრთხე კვლავ აქტიურია მთელ რეგიონში. 

როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.