Loading data...
კრასნოდარის მხარეში დრონმა რკინიგზა დააზიანა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში უკრაინულმა დრონმა რკინიგზა დააზიანა. ამის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, რკინიგზის მონაკვეთი ველიჩკოვოსა და ანგელინსკაიას შორის დრონის ნამსხვრევებმა დააზიანეს. დრონის დაცემის შედეგად რკინიგზის ამ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამ ფაქტის გამო შვიდი მატარებელი აგვიანებს.