1766644671
უცხოეთი
კრასნოდარის მხარეში დრონებით იერიშის შემდეგ ნავთობის პროდუქტებს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში ტემრიუკის პორტზე დრონებით იერიშის შემდეგ ნავთობის პროდუქტებს ცეცხლის გაუჩნდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცეცხლი ნავთობის ორ რეზერვუარს გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, არავინ დაშავებულა.
ტემრიუკის საზღვაო პორტი აზოვის ზღვის ტემრიუკის ყურეში მდებარეობს. ეს რუსეთის სამხრეთ ნაწილის მთავარი საექსპორტო პორტია რუსეთის გაზისთვის. ის ნავთობის ექსპორტისთვისაც გამოიყენება.